ევროპის მასშტაბით ნაციონალისტების საარჩევნო პროგრამების წინააღმდეგ აქციები გაიმართა

ევროპის მასშტაბით ნაციონალისტების საარჩევნო პროგრამების წინააღმდეგ აქციები გაიმართა. ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, შვედეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, დანიაში, საფრანგეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა.

„ერთი ევროპა ყველასთვის, თქვენი ხმა ნაციონალიზმის წინააღმდეგ“ - ამ წარწერებით ბანერები ეჭირათ ხელში გერმანიაში გამართული დემონსტრაციების მონაწილეებს.

როგორც მასშტაბური აქციების ორგანიზატორებმა განაცხადეს, ასზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო პროტესტში მონაწილეობა. აქციის მონაწილეები ულტრამემარჯვენე პარტიებისა და ევროსკეპტიკოსების გაძლიერების გამო შეშფოთებულები არიან და შიშობენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ისინი დიდ მხარდაჭერას მოიპოვებენ, რაც მათი თქმით, ევროპის მომავალს საფრთხეს უქმნის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს