მამუკა ბახტაძე 19 მაისის არჩევნებზე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა, - ასე შეაფასა გუშინ ჩატარებული შუალედური არჩევნები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერმა განაცხადა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოში ყოველთვის არჩევნების სტანდარტი იყოს უმაღლესი.

„საქართველოში გუშინ კიდევ ერთხელ ჩატარდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ყველა ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა კანდიდატებმა, რომელიც წარმოდგენილი იყვნენ „ქართული ოცნებიდან“. რაც შეეხება მთაწმინდას, იქ ჩატარდება მეორე ტური და ეს არის ნორმალური. ესაა, როგორც უნდა მუშაობდეს თავისუფალი არჩევანი, დემოკრატიული მაღალი სტანდარტი. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურიც მთაწმინდაზე იქნება ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ყოველთვის ტარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს ყოველთვის როგორც წინასაარჩევნო პროცესი, ასევე კონკრეტულად არჩევნების დღე დაუკავშიროს დესტრუქციას, დაუკავშიროს ზიზღსა და იმ რიტორიკას, რომელიც სრულიად მიუღებელია ყველასთვის. თუმცა, მე იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი რაღაც მომავალში საქართველოში ნაკლება იქნება. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოში ყოველთვის არჩევნების სტანდარტი იყოს უმაღლესი, ისეთი, როგორც შეეფერება ჩვენ ფასეულობებს, ჩვენ რწმენას და ჩვენ საერთაშორისო მისწრაფებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ბახტაძე 19 მაისის არჩევნებზე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს