ეკა ბესელია - მთაწმინდის არჩევნების შედეგები არის პასუხი იმაზე, რომ ამომრჩეველს სამართლიანობის იდეის თავდაყირა დაყენება არ სურს

“ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, 19 მაისის შუალედური არჩევნებიდან გარკვეული დასკვნების გაკეთება შესაძლებელია.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რეალური კონკურენტული გარემო შექმნილი არ იყო და საარჩევნო პროცესი პოლარიზებული იყო ორ პოლიტიკურ ძალას შორის, რამაც შედეგებზე თავისი გავლენა იქონია.

ბესელიამ ყურადღება მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე გაამახვილა და როგორც განაცხადა, ის მთაწმინდაზე მეორე ტურს ელოდა.

“მთაწმინდის ოლქში რომ არ იყო საარჩევნო აქტიურობა, ესეც პროტესტის გამოვლინება იყო. ის, რომ ტარდება მეორე ტური, იმას ნიშნავს, რომ ეს იყო პასუხი სამართლის თავდაყირა დაყენებასა და სამარლიანობის იდეის წარსულისაკენ შემოტრიალებაზე. ამომრჩეველს არ სურს სამართლიანობის იდეა თავდაყირა დადგეს - ხმების გადანაწილებაც ამის შესაბამისად მოხდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს