რუსთაველის გამზირზე ახალგაზდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა

რუსთაველის გამზირზე ახალგაზდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა. 23 წლის მამაკაცი საავტომობილო გზას კვეთდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს