დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტისთვის მილოცვა დაგეგმილი არ აქვს

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტისთვის მილოცვა დაგეგმილი არ აქვს.

მისივე თქმით, პუტინი ვლადიმერ ზელენსკის მიულოცავს მხოლოდ მაშინ, თუ უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის მოგვარებაში საჭირო ნაბიჯებს გადადგამს და რუსეთთან კავშირებს აღადგენს.

ამასთან, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყირიმი ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას.

„რაც შეეხება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონს, დონბასს, ეს უკრაინის შიდა პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს უკრაინის პრეზიდენტის მიერ მინსკის შეთანხმების გეგმის მიხედვით“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს