ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდების შესახებ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდების შესახებ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ დამსწრე საზოგადოებას დისკუსიების მიმდინარეობა გააცნეს. ისაუბრეს ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგში მდგარ თემებზე. იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

ხაზი გაესვა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღინიშნა, რომ ეს სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს სძენს.

“აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრა უკვე ტრადიციულია და ერთობლივი პარტნიორობით წლების განმავლობაში ტარდება. შეხვედრები ყოველთვის საკმაოდ საინტერესოა. მას ესწრებიან როგორც სხვადასხვა უწყების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ის ადამიანები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოლაპარაკებების პროცესში არიან ჩართულნი. ნებისმიერ კითხვაზე, რაც სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდათ, ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული. აღნიშნული ტიპის შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ: გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და ა.შ.

შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა