რომან კაკულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის სახელწოდების შეცვლის ინიციატივით გამოდის

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კომიტეტისთვის სახელწოდების შეცვლის ინიციატივით გამოდის.

კაკულია პარლამენტს რეგლამენტში ცვლილებების პროექტს სთავაზობს, რომლის თანახმად, კომიტეტს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაერქმევა.

დეპუტატის შეფასებით, სახელწოდების შეცვლით, მკაფიოდ გამოიკვეთება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის როლი, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელისა და მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეულის.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი