ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზვიად მხეიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14.2კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 19 671 177ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 18 494 000 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება და კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციითვე, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფ. ლიხეთში მშენებარე ახალი სპორტული მოედანი დაათვალიერეს.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 4 ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა იგეგმება, 6-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ქ. ამბროლაურში, დასრულების ფაზაშია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა, რომლის პროექტი მთავარი და დამხმარე მოედნების, ტრიბუნების, საშხაპეების, განათების, მისასვლელი გზისა და საპარკინგე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს. სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება.

არჩილ ჯაფარიძემ ყურადღება პროექტების მასშტაბურობაზე, მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, სამუშაოები ხარისხიანად და ვადების დაცვით შესრულდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა