განსახლებულ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლები შეუსყიდა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის გადამუშავების მიმართულებით საშუალო და მცირე გრანტები გადაეცემათ.

საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარს შეადგენს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადების მიღება 20 მაისს დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

„დევნილების განაცხადები მიიღება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მისამართზე - თამარაშვილის 15ა. ასევე, სკანირებული განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელ.ფოსტაზე.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე - http://livelihood.gov.ge.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა