მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს უმასპინძლა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და იმ პროგრამას, რომელიც ფონდისხელშეწყობით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის შეხვედრისას აღინიშნა.

მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სსფ-ის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. ხაზი გაესვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის თანხვედრას საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან.

პრემიერ-მინისტრი კრისტინ ლაგარდს ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმების შესახებ, მათ შორის განათლების მიმართულებით, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელთა შედეგად საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახდა. აღინიშნა, რომ ამ ფაქტს ადასტურებს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება რეგიონში განვითარებული პროცესების მიუხედავად.

კრისტინ ლაგარდმა განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმები, მათ შორის განათლებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ფონდი მომავალშიც განაგრძობს საქართველოსა და მთავრობის მხარდაჭერას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს