ვატო შაქარიშვილი - ზუგდიდში კიდევ ერთხელ გამოიჩინა საზოგადოებამ მაღალი ღირსება და მოახერხა ის, რასაც ვერ (არ) ახერხებს „ქართული ოცნება“

ზუგდიდში კიდევ ერთხელ გამოიჩინა საზოგადოებამ მაღალი ღირსება და მოახერხა ის, რასაც ვერ (არ) ახერხებს "ქართული ოცნება", - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ვატო შაქარიშვილი მერის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

„პირველი და არახალი - "ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში არასოდეს დააბრუნებს ხალხი! ზუგდიდში კიდევ ერთხელ გამოიჩინა საზოგადოებამ მაღალი ღირსება და მოახერხა ის, რასაც ვერ (არ) ახერხებს „ქართული ოცნება“, ხალხმა არ დაუშვა რევანში და არეულობა, რაც კონკრეტულად სანდრას კანდიდატურის წამოყენებით რეალური საფრთხე იყო“, - წერს შაქარიშვილი.

რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების დაბალ აქტივობას, ვატო შაქარიშვილის თქმით, ეს ცხადყოფს იმას, რომ „ამომრჩეველი არჩევანის გარეშეა დარჩენილი“.

„მეორე და მეტად მნიშვნელოვანი - მთაწმინდაზე უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა ცხადყოფს, რომ ამომრჩეველი არჩევანის გარეშეა დატოვებული, შესაბამისად უმრავლესობა არ წავიდა არჩევნებზე. ეს ორი ფაქტორი განაპირობებს რეალურ პოლიტიკურ მოცემულობას საქართველოში. არ მაქვს იმედი, რომ "ქართული ოცნება" ამას გაიაზრებს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამისათვის არანაკლები სიგნალი იყო, მაგრამ მათ მურუსიძის უვადობაში დაინახეს ხსნა! მოქმედების დროა! არ იმსახურებს ხალხი არჩევანის გარეშე დატოვებას, ეს არც ქვეყანას გამოადგება!“, - წერს შაქარიშვილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს