31 მაისს პარლამენტი ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენს

31 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. ინტერპელაციის წესით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში მიწვეულია: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

თამარ ჟვანია პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა პასუხის მისაღებად კითხვაზე, რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე.

დავით სერგეენკო ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, მას კითხვები ფრაქციამ “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ გადაუგზავნა. პრემიერ-მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დაზუსტების საკითხზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე, “თიბისი“ ბანკის საქმეზე. ფრაქციის კითხვები ასევე ეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურების მოცულობისა და დასაქმებული პირების რიცხოვნობას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს