უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიღო. პრემიერის თანამდებობას ის 22 მაისს, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

დღევანდელ ბრიფინგზე გროისმანმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მოქმედ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, ყველას გესმით, რომ მთავრობა უფლებამოსილებას იჩერებს ახლად არჩეული რადას წინაშე და არა ახლად არჩეული პრეზიდენტის. თუმცა, მივიღე გადაწყვეტილება, თანამდებობა დავტოვო“, - განაცხადა გროისმანმა.

მისი თქმით, ახალ პრეზიდენტს შესთავაზა, პარლამენტთან ერთად შეადგინონ ახალი დღის წესრიგი და ძალიან სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის გასაძლიერებლად. თუმცა, გროისმანის თქმით, ვლადიმერ ზელენსკიმ სხვა გზა აირჩია და თავისი განცხადებით, საკუთარ თავზე იტვირთა ყველა საფრთხეზე პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალში არსებობს.

ვლადიმერ გროისმანი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2016 წლის აპრილიდან იკავებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს