ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხვედრა 21 მაისს გაიმართება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხვედრა 21 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" განუცხადეს.

კონსორციუმის განმარტებით, შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8 პუნქტიანი მოთხოვნის განიხილვა მოხდება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ოთხი საერთაშორისო ინსტიტუტი EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას $400 მილიონი დოლარით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა