კობა გვენეტაძე - სტარტაპერებთან შეხვედრა კრისტინ ლაგარდის თხოვნით შედგა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იცის, რომ ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უნდა იყოს კერძო სექტორი

სტარტაპერებთან შეხვედრა კრისტინ ლაგარდის თხოვნით შედგა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იცის, რომ ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უნდა იყოს კერძო სექტორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტექნოპარკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დორექტორის კრისტინ ლაგარდის სტარტაპერებთან შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

გვენეტაძის თქმით, შეხვედრა საინტერესო იყო და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტარტაპების განვითარების მხარდაჭერა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად არიან სტარტაპები, ახალი იდეები საქართველოში წახალისებული. შეხვედრისას ქალბატონმა ლაგარდმა თავად მოისმინა სტარტაპერების იდეებისა და გეგმების შესახებ. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო",- განაცხადა გვენეტაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს