კახა კალაძე - ლადო კახაძემ და შალვა შავგულიძემ ჩაატარეს საოცარი საარჩევნო კამპანია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლადო კახაძისა და შალვა შავგულიძის საარჩევნო კამპანიას „საოცარს“ უწოდებს. მისი თქმით, ორივე კანდიდატის კამპანია იყო აბსოლუტურად პოზიტიური. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ისაუბრა.

„ლადო კახაძემ და შალვა შავგულიძემ ჩაატარეს საოცარი საარჩევნო კამპანია, რომელიც იყო აბსოლუტურად პოზიტიური. მე რა თქმა უნდა, ამას მივესალმები. ეს ტენდენცია არის მისასალმებელი. ამა თუ იმ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია. განხილვა უნდა ხდებოდეს ნორმალურად, კონსტრუქციულად და არა დედის გინებით და ბოთლებისა და ჭიქების სროლით“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა