ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე საკითხები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობაც სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება. ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად ეს მოიცავს თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის განვითარება, ასევე საქართველოში ამერიკული ინვესტიციების წახალისება და დაცვა, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ამერიკული კაპიტალის მონაწილეობა ქართულ საწარმოებში. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაღრმავებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

ელიზაბეთ რუდთან გამართულ შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ესწრებოდა“, - ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს