“ვარდების რევოლუციას” დადებითად აფასებს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 68%  და „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის 89%

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა “ვარდების რევოლუციას“დადებით მოვლენად აფასებს.

NDI-ს კითხვაზე - თქვენი აზრით, ვარდების რევოლუცია საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? - გამოკითხული მოსახლეობის 74% ფიქრობს, რომ კარგი მოვლენა იყო, 17%-ის აზრით - ცუდი მოვლენა, 9%- მა პასუხი არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.

ამათან, კვლევის თანახმად, ვარდების რევოლუციას დადებით მოვლენად აფასებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 68%, ამავე პარტიის ამომრჩევლის 22% მიიჩნევს, რომ არ იყო კარგი მოვლენა, ხოლო 9%-მა პასუხი არ იცის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის 89% მიიჩნევს, რომ ვარდების რევოლუცია დადებითი მოვლენა იყო, 6% მიიჩნევს, რომ არ იყო კარგი მოვლენა, ხოლო 5%-მა არ იცის პასუხი;

ამომრჩევლებიდან, რომლებიც მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერენ - 72% ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია კარგი მოვლენა იყო, 18%-ის აზრით არ იყო კარგი მოვლენა, ხოლო 9%-მა პასუხი არ იცის.

რაც შეეხება დასახლების, სქესისა და ასაკის მიხედვით ამავე მოვლენის შეფასებას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 70% მას დადებით მოვლენად აფასებს, 20%- ცუდ მოვლენად, 9%-მა პასუხი არ იცის.

დიდ ქალაქებში მოსახლეობის 77% ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია კარგი მოვლენა იყო, 17% მას უარყოფით მოვლენად აფასებს, ხოლო 6%-მა პასუხი არ იცის.

პატარა ქალაქებში ვარდების რევოლუცია გამოკითხული მოსახლეობის 72%-მა დადებით მოვლენად შეაფასა, 18 % უარყოფითად აფასებს. სოფლებში იგივე მოვლენას გამოკითხული მოსახლეობის 78% დადებითად აფასებს, 16%- უარყოფითად.

რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, სომხური მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 49% ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია დადებითი მოვლენა იყო, 35% უარყოფითად აფასებს, 14%-მა პასუხი არ იცის. აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში გამოკითხულთა 65 % აფასებს ვარდების რევოლუციას დადებითად, 8 % - უარყოფითად, 25%-მა პასუხი არ იცის.

რაც შეეხება მოვლენის გენდერულ ჭრილში შეფასებას, ქალების და კაცების ზუსტად ერთნაირი რაოდენობა ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია დადებითი მოვლენა იყო - 74%, ხოლო მას უარყოფითად 17% აფასებს.

18-34 წლის ასაკის ამომრჩევლის 74% ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია დადებითი მოვლენა იყო, 14 % მას უარყოფითად აფასებს.

35-54 წლის ამომრჩევლის 76% აფასებს ვარდების რევოლუციას დადებით მოვლენად, 16%- უარყოფით მოვლენად. 55 წლის ზემოთ ამომრჩევლის 70% ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია დადებითი მოვლენა იყო, ამავე ამომრჩევლის 8 პროცენტი მას უარყოფითად აფასებს.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან