ირაკლი კობახიძის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპროტესტო ტალღის შესაქმნელად ხალხის მხარდაჭერა არ აქვს

როდესაც ასეთ დაბალ შედეგს იღებ არჩევნებზე, იქ სხვა რესურსიც არ ჩანს!, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც არჩევნების შედეგების საპროტესტოდ და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპროტესტო ტალღის აგორების გეგმას გამოეხმაურა.

"ინტერპრესნიუსის" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ შესაძლოა, "ნაციონალურ მოძრაობას" და "გაერთიანებულ ოპოზიციას" ჰქონდეს სურვილი დაძაბულობისა და არეულობის შემოტანის, თუმცა მათი ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განკუთვნილი, ვინაიდან „რაიმეს შეცვლისთვის უნდა გქონდეს რესურსი, ამ შემთხვევაში ხალხის მხარდაჭერა“.

„როდესაც ასეთ დაბალ შედეგს იღებ არჩევნებზე, იქ სხვა რესურსიც არ ჩანს! შესაძლოა, მათ ჰქონდეთ მცდელობა შემოიტანონ არეულობა, მაგრამ ეს მცდელობები არის წარუმატებლობისთვის განწირული. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თუ ზურგს არ გიმაგრებს ხალხის მხარდაჭერა, ვერაფერს შეძლებ ამ ქვეყანაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს