ეკა ბესელია - პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა არ მიკვირს

არ მიკვირს პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა. პარლამენტმა, სამწუხაროდ, დაკარგა ის მთავარი როლი, რაც საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტს უნდა ჰქონდეს,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ NDI-ის კვლევის იმ ნაწილის შეფასებისას განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის შეფასებაზეა საუბარი.

“არ მიკვირს პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა. პარლამენტმა, სამწუხაროდ, დაკარგა ის მთავარი როლი, რაც საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტს უნდა ჰქონდეს, ის, რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს. პარლამენტი ეს არის მაკონტროლებელი ორგანო და ის, რომ პარლამენტი დღეს სუსტად გამოიყურება, ვფიქრობ, არის იმის მიზეზი, რომ ბოლო ორი წელი ძალიან მნიშვნელოვნად შეასუსტა პარლამენტმა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და იმ საკითხებზე პრინციპული პოზიციების დემონსტრირება, რაც ხალხისთვის ყველაზე უფრო მეტად მტკივნეულია და მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ ნეგატიური განწყობის",- განაცხადა ბესელიამ.

„ეროვნულ-დემორკატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ძალიან კარგია, 11% საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად, 40% საშუალოდ, 31% ცუდად, 9% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 8%-მა გასცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს