გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება. გამოკითხული მოსახლეობის 76% აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ სმენია, ხოლო მათი დიდი უმრავლესობა (85%) ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება. 4% ფიქრობს, რომ არ იქნება სარგებლის მომტანი, ხოლო 11%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა