თბილისში STEM FEST 2019 გაიმართება

9 ივნისს, დედაქალაქი მორიგ ინოვაციურ ფესტივალს - STEM Fest 2019-ს უმასპინძლებს. ფესტივალში წელს სხვადასხვა სკოლის ნიჭიერი მოსწავლე იქნება ჩართული, რომლებიც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს შესთავაზებენ. ღონისძიების ძირითადი ნაწილი წელსაც შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმობა. აქვე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის გამოგონება და მოსწავლეებისთვის შექმნილი სახალისო პროექტი.

ფესტივალის ფარგლებში, ისთ-ფოინთის ტერიტორიაზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თემატური სტენდები და თავადაც ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. ჯამში დამთვალიერებელი 50-ზე მეტ პროექტს იხილავს.

ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში. პროექტში მონაწილეობა 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეს შეეძლება, რომელიც თემატურ პროექტს შესთავაზებს საორგანიზაციო კომიტეტს.

STEM ფესტივალი თბილისში IYIPO-ს საორგანიზაციო ჯგუფის ორგანიზებით ტარდება და წარმატებული მოსწავლეები უკვე IYIPO 2020-შიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. წარმოდგენილი პროექტები ძირითადად მოიცავს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს.

STEM ფესტივალის მხარდამჭერია: სკოლა-ლიცეუმი სხივი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს