ეკა ბესელია NDI-ის კვლევაზე - მე-7 წელია და ამოიწურა ეს ნდობის რესურსი, სამწუხაროდ, იმ შეცდომების გამო, რაც დაშვებულია

რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა მმართველ პარტიას არჩევნებზე, ამას თუ დაითვლიან მიხვდებიან, რომ მათ არ აქვთ ის ნდობა, რაც უნდა ჰქონდეთ. ეს არც არის გასაკვირი,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ NDI-ის კვლევის პარტიული რეიტინგების ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

ბესელია ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კვლევის და არჩევნების შედეგები ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა. დეპუტატის თქმით, მოსახლეობის ნდობის პროცენტი „ასე არ ითვლება“.

„ასე არ ითვლება პროცენტები. ყველამ ძალიან კარგად იცის ამომრჩევლის რაოდენობიდან მიღებული ხმებით არის ეს პროცენტები დათვლილი, რომელიც სრულიად განსხვავდება ნდობის იმ პროცენტისგან, რომელიც მთლიანი ამომრჩევლის განწყობების მიხედვით ითვლება. თუ შენ დაითვლი პროცენტს 10 ათასი ამომრჩევლიდან და არა სრულიად ამომრჩევლის განწყობიდან სხვადასხვა ციფრთან გექნება საქმე და ციფრებით ასეთი მანიპულირება არ არის კეთილსინდისიერი საქციელი. ასე, რომ ამ პროცენტებით კი არ უნდა მოხდეს განწყობების შეფასება, რაც ამ შუალედურ არჩევნებზე გამოჩნდა. ის ასახავს მოსული ამომრჩევლიდან რამდენმა მისცა ხმა, მაგრამ რამდენი არ მივიდა, ეს სხვა თემაა. რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა მმართველ პარტიას არჩევნებზე, ამას თუ დაითვლიან, მიხვდებიან, რომ მათ არ აქვთ ის ნდობა, რაც უნდა ჰქონდეთ. ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ, რომ მეშვიდე წელია და ამოიწურა ეს ნდობის რესურსი, სამწუხაროდ, ბევრი იმ შეცდომის გამო, რაც იყო დაშვებული“,- განაცხადა ბესელიამ.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლის შეხედულებებთან არც ერთი პარტია ახლოს არ დგას, თუმცა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მხარს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ პარტიას დაუჭერდა.

NDI-ს კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხული ამომრჩევლის 37 %-მა უპასუხა, რომ არც ერთი პარტია არ დგას. „ქართული ოცნება“ - 21 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, არ ვიცი 6%, უარი პასუხზე -6, „ევროპული საქართველო“ - 4%, „პატრიორთა ალიანსი“ - 3%, სხვა პარტია - 8%.

კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, 34%-ს გადაწყვეტილი აქვს, 4%-მა არ იცის.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს