18 წლამდე ასაკის ბავშვები უფასო იურიდიული დახმარების მიღებას შეძლებენ

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტში ასახული ინიციატივის მიხედვით, ნებისმიერი ასაკის ბავშვები 18 წლამდე, უფასო იურიდიული დახმარების მიღებას შეძლებენ.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები ბავშვებსა და მოზარდებს სრულიად უსასყიდლოდ გაუწევენ ადვოკატის მომსახურეობას, ყველა ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოში. მაგალითად, თუ მოზარდი ცხოვრობს მეურვესთან, მაგრამ ხშირი კონფლიქტის გამო მას სურს კანონიერი მეურვე შეიცვალოს, მას შეუძლია იურიდიული სამსახურის დახმარებით სასმართლოს მიმართოს.

გარდა ამისა კოდექსის პრიექტის მიხედვით, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა ფსიქოლოგიაში სპეციალიზირებული საჯარო მოხელეები. ხოლო სახელმწიფო უწყების თანამშრომლები კი, რომლებსაც ბავშვებთან შემხებლობა აქვთ, მათთან სწორი კომუნიკაციის მიზნით, გადამზადების სპეციალურ კურს გაივლიან.

კანონი ასევე სასამართლოს დაავალდებულებს, შექმნას მიმართვის ადაპტირებული, ბავშვის ასაკზე მორგებული საჩივრის ფორმები. ხოლო ბავშვთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა მოხდეს პრიორიტეტულად ადაპტირებულ გარემოში სპეციალიზირებული მოსამართლის მიერ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით მომზადდა. კანონი პარლამენტში პირველ მოსმენაზე შემდეგ სასესიო კვირას გავა. დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა. მანამდე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს რიგი რეფორმებისა გატარება და ახალი პროგრამების შემუშავება დაევალებათ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს