ნუკრი ქანთარია - გამიჩნდა აზრი, რომ მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს, დანარჩენები, ალბათ, ისევ ფლორიდიდან ელოდებიან გარკვეულ ბრძანებებს

გამიჩნდა აზრი, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნუკრი ქანთარიას აზრით, "ნაციონალურ მოძრაობაში" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია. არის ნაწილი, რომელიც ფლორიდიდან სააკაშვილის ბრძანებას ელოდება დ არიან წევრები, რომლებიც რეალურად აფასებს ვითარებას. მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, საბოლოოდ როგორც ჩანს, საღი აზრი იმარჯვებს.

"გამიჩნდა აზრი, რომ მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს. დანარჩენები, ალბათ ისევ ფლორიდიდან ელოდებიან გარკვეულ ბრძანებებს, აქ კი ვიღაც ფიქრობს, ის კაცი ფლორიდაში ირუჯება, მე აქ კანონი უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო, ეგ როგორ არისო. მგონია, რომ საღი აზრი იმარჯვებს", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს