მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ემზარ კვიციანის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს, განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ერთ-ერთი ლიდერის, ემზარ კვიციანის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტმა მხარი კანონონპროექტის იმ ნაწილს დაუჭირა, რომელიც განათლების მიმართულებას ეხება.

კერძოდ, კომიტეტმა მაღალმთიან დასახლებაში პედაგოგებისთვის სოციალური შეღავათების გაზრდას და ამასთან, კანონიდან იმ მუხლის ამოღებას დაუჭირა მხარი, რომლითაც სტუდენტებს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსი აღარ შეუჩერდებათ.

ემზარ კვიციანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, რომელიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, კანონიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი, რომლითაც სტუდენტებს უჩერდებათ სწავლის გამო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსი.

ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებისათვის დანამატის - საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100%-ისმიცემას, ნაცვლად 35%-ისა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს