უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერის ინფორმაციით, უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ, 21 ივლისს გაიმართება

უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ, 21 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ მას შემდეგ განაცხადა, რაც მან პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან კონსულტაციები გამართა.

ოლეგ ლიაშკოს განაცხადებით, პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება 21 ან 22 მაისს გამოიცემა. ლიაშკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური პარტია აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის ცერემონიალი 20 მაისს გაიმართა. ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი დაითხოვდა პარლამენტს და დანიშნავდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს