კახა კალაძე - ვისაც აქვს სურვილი კონკრეტულ ადგილებზე მიწისქვეშა პარკინგები განახორციელოს, ამ ტერიტორიებს ყოველგვარი გადასახადების გარეშე გადავცემთ

დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ იქნება ბიზნესჯგუფი ან ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი კონკრეტულ ადგილებზე განახორციელოს მიწისქვეშა პარკინგები, ჩვენ ამ ტერიტორიებს ყოველგვარი გადასახადების გარეშე გადავცემთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის მიერ გამოცხადებულ არც ერთ ლოკაციაზე ინვესტორმა დაინტერესება პარკინგის მოსაწყობად არ გამოხატა.

„პარკირება მთელი ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა კონკრეტულ ლოკაციებზე ადგილები, სადაც კვლევით შესაძლებელი იყო მიწისქვეშა პარკირების მოწყობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ადგილები გადაგვეცა ინვესტორისთვის, ვისაც სურვილი ჰქონდა იქ განეხორციელებინა პროექტი, თუმცა, ჩვენ ვერ მივიღეთ შედეგი, არ გამოჩნდნენ ასეთი კომპანიები, ვისაც სურვილი ჰქონდა ამის გაკეთების. თუმცა, თქვენ გახსოვთ, როდესაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე საინვესტიციო ვალდებულებით მიწა გადაეცა თანაინვესტირების ფონდს, ამას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. იქ სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ იქნება კონკრეტული ბიზნესჯგუფი თუ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი ამ კონკრეტულ ადგილებზე განახორციელოს მიწისქვეშა პარკინგები, ჩვენ ამ ტერიტორიებს ყოველგვარი გადასახადების გარეშე გადავცემთ“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ორბელიანის მოედანზე ევროსტანდარტების შესაბამისი მიწისქვეშა პარკინგი უახლოეს დღეებში გაიხსნება.

„პირველი პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, ორბელიანის მოედანზეა. დაახლოებით, 130 ავტომობილზე პირველი მიწისქვეშა პარკინგი რამდენიმე დღეში დასრულდება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის გაკეთებული, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებში კეთდება. ყველანაირი უსაფრთხოება, შშმ პირთათვის სპეციალური ლიფტები, სახანძრო სისტემა არის ისე გაკეთებული, როგორც სტანდარტები მოითხოვს“, - განაცხადა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს