„ვითიბი ბანკი“ - ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში

„ვითიბი ბანკის“ ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში, ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს.

„www.hub.vtb.ge ვებ-გვერდიდან თანხის გადარიცხვა, მარტივად არის შესაძლებელი, ამისთვის მიმღების ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანაა საჭირო. თანხა წამებში აისახება მიმღების ანგარიშზე, დღე/ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმეირ დღეს.რაც უფრო მეტჯერ გადარიცხავთ თანხას მით უფრო მეტია საგზურის მოგების შანსი. ყოველი გადარიცხვისას გროვდება ერთი ქულა, თანხის მიმღების მიერ ჩატარებულ ყოველ ტრანზაქციაზე დამატებით გროვდება თითო ბონუს ქულა“, - აღნიშნულია „ვითიბი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ტრანზაქციების რაოდენობის და შესაბამისად დაგროვილი ქულების მიხედვით. ყველაზე მეტი ქულის ანუ პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება კოპენჰაგენში, მეორე ადგილზე გასული მიიღებს მობილურ ტელეფონს Samsung Galaxy S10, მესამე ადგილის მფლობელი კი 500 ლარიან ვაუჩერს.

ქულების დაგროვება შესაძლებელია 26 მაისის ჩათვლით, გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 3 ივნისისა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს