ლევან კობიაშვილი - ილოცონ, რომ სადისციპლინო კომიტეტზე თავიანთი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ

ილოცონ, რომ თავიანთი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ სადისციპლინო კომიტეტზე, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობიაშვილის ინფორმაციით, სადისციპლინო კომიტეტზე, რომელიც მალე ჩატარდება, უკვე გამოვლენილი ფეხბურთელებისა და კლუბების გარდა სხვა ფეხბურთელების და კლუბების სახელებიც გაჟღერდება, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები საეჭვო მატჩებზე.

„ეს არ არის დასასრული. გარწმუნებთ, ძალიან მალე სადისციპლინო კომიტეტზე, სხვა ფეხბურთელების და არ გამოვრიცხავ სხვა კლუბების სახელები აღმოჩნდეს, ხაზს ვუსვამ ჩვენი მოკვლევით. მინდა ასევე ყველა გავაფრთხილო - არ გაბედონ მსგავსი რამ. ილოცონ, რომ თავიანთი გვარები არ აღმოჩნდეს იქ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ილოცონ, რომ თავიანთი გვარებიც არ აღმოჩნდეს სადისციპლინო კომიტეტზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა