სახალხო დამცველმა მუხროვანის სამხედრო ბაზა მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის მოადგილეებმა მუხროვანის სამხედრო ბაზა მოინახულეს და ინფრასტრუქტურული გარემოს გაეცნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ომბუდსმენმა ჯარისკაცთა საცხოვრებელი ნაწილები, სველი წერტილები და სასადილო დაათვალიერა. ასევე ესაუბრა პოლიგონზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს.

მათივე ინფორმაციით, ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ სამხედრო მოსამსახურეებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო, ისაუბრა აპარატის საქმიანობაზე სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე განუმარტა, თუ რა შემთხვევაში და საკითხების გამო შეუძლიათ მათ მიმართონ ომბუდსმენს.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის სპეციალურ თავში ყოველწლიურად აისახება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მდგომარეობა და რეკომენდაციები. 2017 წლის ანგარიშში საუბარი იყო მუხროვანის ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და დღეს სახალხო დამცველის ვიზიტის მიზანს სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოების გაცნობა წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველი მიესალმება მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე დადებით ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ მუდმივად მიადევნებს თვალყურს მუხროვანსა და სხვა სამხედრო ბაზებზე არსებული პრობლემების მოგვარების პროცესს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს