ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ექიმებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ექიმმა კლინიკის ეზოში პროტესტის ნიშნად კარვები გაშალა. როგორც ერთ-ერთი ექიმი აცხადებს, საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლა მიზანმიმართულად ჭიანურდება.

ბენო ჭელიძის თქმით, სახელმწიფო რესპუბლიკური საავადმყოფოს კერძო კომპანიაზე გასხვისებას გეგმავს. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ექიმი აქციებს აანონსებს და მოითხოვენ, რომ საავადმყოფო არ გასხვისდეს.

აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს. უწყების ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება და ამ დროისათვის, საავადმყოფოს ადმინისტრაციაზე ახალი კორპუსის გადაბარების პროცედურები მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა