USAID-ის ენერგეტიკის პროგრამამ სემეკს ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) USAID-ის ენერგეტიკის პროგრამამ ბუნებრივი გაზის რეგულირებული სექტორისთვის ანგარიშგების ერთიანი სისტემა გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ კონსულტანტების მიერ შემუშავდა ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის დანერგვისთვის საჭირო დოკუმენტები, მათ შორის, ანგარიშთა გეგმა, ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციები, ანგარიშგების ფორმები.

ერთიანი საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის დანერგვის შედეგად სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიანტები ვალდებულნი არიან, რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივების, დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა აწარმოონ უნიფიცირებული წესით, უზრუნველყონ რამდენიმე საქმიანობისთვის საერთო დანახარჯების მიკუთვნება და გადანაწილება კომისიის მიერ განსაზღვრული დანახარჯების ალოკაციის პრინციპების შესაბამისად, მოახდინონ აღრიცხვის შესაბამისი ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა, რაც მარეგულირებელ კომისიას აძლევს საშუალებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია რეგულირებადი საქმიანობის დანახარჯების შესახებ, მიიღოს ინფორმაცია შემდგომი ანალიზისთვის, გამოიყენოს ის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში და უზრუნველყოს აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის მეტი გამჭვირვალობა.

ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა დანახარჯების კონტროლის კარგი საშუალებაა როგორც მარეგულირებელი კომისიისთვის, ისე ლიცენზიატი საწარმოების ხელმძღვანელებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა