კახა კალაძე - ყველანაირი თვალსაზრისით, ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორც ორბელიანის მოედანზე განხორციელდა, ჯერ სხვა არ განხორციელებულა

ყველანაირი თვალსაზრისით, ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორც ორბელიანის მოედანზე განხორციელდა, ჯერ სხვა არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება და მისით თითოეული ქართველი იამაყებს.

„რამდენიმე დღეში დამთავრდება ეს სამუშაოები. ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა ყველანაირი თვალსაზრისით. დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული უბნების განახლება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა და ამ კონკრეტულ არეალში 20 შენობა-ნაგებობა სრულად რეაბილიტირდა. ყველანაირი თვალსაზრისით ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორც ობელიანის მოედანზე განხორციელდა, ჯერ სხვა არ განხორციელებულა. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სრულად რეაბილიტირებული 20 შენობიდან 13 არის კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა. ეს არის ის, რითაც ვამაყობთ ჩვენ. ესაა თბილისის ხიბლი და რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე რეაბილიტაციის შედეგად მოეწყო 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე. ასევე ორბელიანის მოედანზე მოეწყო ადაპტირებული სადგურები, შშმ პირებისთვის ადაპტირებული სადგომები, დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები და მოწესრიგებულია უსაფრთხოება სახანძრო მიმართულებით. როგორც თბილისის მერი აცხადებს, ორბელიანის მოედნის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიმდებარე 7 ქუჩას და შენობებზე მოეწყო მხატვრული განათებები. ყვავილებით მოვაჭრეებისთვის, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, შეიქმნა ახალი მოწესრიგებული სივრცეები.

ქალაქის მერმა მთაწმინდაზე სხვა ახალი პროექტებიც დაანონსა.

„მთაწმინდაზე მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვიწყებთ. ველოდებით ფურცელაძისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის პროექტირებას. ასევე მნიშვნელოვანი პროექტი არის გუდიაშვილის ქუჩა, რომელიც სამუზეუმო საფეხმავლო ქუჩა იქნება. ეს არის ის პროექტები, რომლის დასრულებასაც ველოდებით და მაშინვე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას,“- დასძინა მერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა