23 მაისს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება 2019 წლის, 13:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება და შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე გახსნიან.
„ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. შეხვედრას დაესწრება 11 კომერციული ბანკის წარმომადგენელი. ესენია: ,,თიბისი ბანკი’’, ,,საქართველოს ბანკი’’, ,,ლიბერთი ბანკი’’, ,,ბაზის ბანკი’’, ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’, ბანკი ,,ქართუ’’, ,,პროკრედიტბანკი’’, ,,ფინკა ბანკი საქართველო“, ,,კრედო ბანკი”, ,,ხალიკ ბანკი’’, ,,იშ ბანკი საქართველო“.
ბანკების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოსამართლეებთან შეხვედრისას ყველა აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრონ. განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოებისა და პროცესუალური საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები და სხვადასახვა ინსტანციის მოსამართლეები“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ანალოგიური ფორმატის პირველი შეხვედრა, გასული წლის ნოემბერში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრ ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან გაიმართა.