„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხველი ახლით შეუცვალა

გაზგამანაწილებელი კომპანიია „ყასტრანსგაზ-თბილისი“ 15 მილიონიან სოციალურ პროექტს ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან „ყაზსტრანსგაზ-თბილისი“ აცნობეს, თბილისის 25 000 აბონენტის ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის მრიცხველი ახლით ჩანაცვლდა.

მათივე ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის ძველი, 1998-2000 წლებში დამონტაჟებული მრიცხველი სრულიად უსასყიდლოდ ჩაანაცვლა და თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის მომხმარებლებს ახალი, თანამედროვე გაზის მრიცხველები დაუმონტაჟდათ.

კომპანიის ცნობით, საერთო ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად, 150 ათასი გაზის მრიცხველის ჩანაცვლება იგეგმება. უკვე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 2,5 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო, ქსელის განახლების გარდა, მრიცხველების ჩანაცვლების პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 15 მილიონ ლარს სცდება.

პარალელურად გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქში ამორტიზებული მილსადენების ჩანაცვლების პროგრამასაც იწყებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს