გიორგი გახარია საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ხელმძღვანელს შეხვდა.

შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და წლების განმავლობაში ორგანიზაციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები მიმოიხილეს.

მათი ცნობით, გიორგი გახარიამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ქვეყანაში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს