აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები მიგრანტთა დაკავების ცენტრში 16 წლის გვატემალელის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა დაკავების ცენტრში 16 წლის გვატემალელის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. კარლოს გრეგორიო ჰერნანდეს ვასკესი მეხუთე არასრულწლოვანია, რომელიც დეკემბრის შემდეგ დაკავების ცენტრში დაიღუპა.

როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა ხოაკინ კასტრომ განაცხადა, სასაზღვრო ზონაში სიკვდილიანობა ხშირია, ამიტომაც საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.

შეგახსენებთ, გვატემალელი თინეიჯერი სასაზღვრო დაცვამ მაშინ დააკავა, როდესაც იგი საზღვარს უკანონოდ კვეთდა. იგი ტეხასში მდებარე დაკავების ცენტრში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, იგი მარტო იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მას გრიპის დიაგნოზი დაუსვეს და მედიკამენტრებიც მისცეს. თუმცა, 20 მაისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს