ამხანაგობა „აქოლისის“ თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ამხანაგობა „აქოლისის“ თავმჯდომარემ აკაკი ზერეკიძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ, ქალაქ მცხეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილთან და მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორ რევაზ მამულაშვილთან ერთად მცხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამხანაგობა ,,აქოლისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აკაკი ზერეკიძე დამსწრეებს ამხანაგობა „აქოლისის“ საქმიანობაზე, ჯგუფის ხედვებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა. შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა ძირითადი ყურადღბა მორატორიუმსა და ქალაქგეგმარებით პრობლემებზე გაამახვილეს.

,,აკაკი ზერეკიძემ, ნინო გვენცაძესთან ერთად შეხვედრაზე დასმული ყველა პრობლემური საკითხი განიხილა და დამსწრეებს სამომავლო თანამშრომლობას დაპირდა. აქვე აღნიშნა, რომ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში აქტიურად მოისმენს ყველა დაინტერესებული მხარის აზრს.

შეხვედრები უკვე გაიმართა ქალაქ მცხეთის მოსახლეობასთან, ასევე, ქალაქ მცხეთის სასტუმროებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან. დღევანდელი შეხვედრა კი ქალაქ მცხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შედგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს