მიხეილ ბატიაშვილი NDI-ის კვლევაზე - ამ კვლევების მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, ამიტომ ამ თემაზე ლოგიკური დასკვნების გაკეთება რთულია

ჩემს შესახებ საზოგადოებაში დაბალი ცნობადობა რატომ არის, ვერ გეტყვით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრების ცნობადობაზე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხევითაც, ის იმ მინისტრების ხუთეულში მოხვდა, ვის მუშაობასაც საზოგადოება არ იცნობს.

"ვერ გეტყვით რატომ არის ასეთი შედეგი, რადგან ამ კვლევების მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს როგორც ყოველთვის, ამიტომ ამ თემაზე ლოგიკური დასკვნების გაკეთება რთულია", - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ცნობადობის ასამაღლებლად, საზოგადოებასთან უფრო მეტი შეხვედრები უნდა ჰქონდეს, მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარია განათლების მიმართულებით პირობების გაუმჯობესება და არა პირადი რეიტინგი.

"ჩემთვის მთავარია იმ რეფორმების განხორციელება, რომელსაც ვგეგმავთ და გადადგმული ნაბიჯები, რომელიც უკავშირდება პედაგოგების პირობების გაუმჯობესებას და არა ჩემი პირადი რეიტინგი. ჩემთვის მთავარია პირობების გაუმჯობესება", - განაცხადა მინისტრმა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 35%-ს მიხეილ ბატიაშვილის მუშაობის შესახებ არ სმენია.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ ბატიაშვილი NDI-ის კვლევაზე - ჩემს შესახებ საზოგადოებაში დაბალი ცნობადობა რატომ არის, ვერ გეტყვით

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს