“ევროპული საქართველოს“ წევრები ვეტერანთა დასაბეგრი თანხის ზღვარის აწევის ინიციატივით გამოდიან

“ევროპული საქართველოს“ წევრები ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა ვეტერანთა დასაბეგრი თანხის ზღვარის აწევის ინიციატივით გამოდიან.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიცირებულია საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებათა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე საქართველოს მოქალაქე ვეტერანების წლიური დასაბეგრი შემოსავალი 6 000 ლარამდე. მოქმედი კანონის მიხედვით კი, აღნიშნულ პირთა დასაბეგრი შემოსავლის ქვედა ზღვარი 3 000 ლარს წარმოადგენს.

“დასაბეგრი თანხის ზღვარის აწევა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა აღნიშნულ პირებს სოციალური და მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი დაუფასდეთ“, - აცხადებენ ინიციატორები.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს