დავით სერგეენკო - კითხვაზე, რა არის საყოველთაო ჯანდაცვა, ჩემი  პასუხია, ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, არამედ, ეს ყველას უფლებაა

კითხვაზე - რა არის საყოველთაო ჯანდაცვა - ჩემი პასუხია, რომ ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, არამედ, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, - ასე დაასრულა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს,მინისტრი დავით სერგეენკო, დელეგაციასთან ერთად ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას. წლევანდელი ასამბლეა საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა დევიზით -„არავინ დატოვო მიღმა“.

უწყების ცნობით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარსდგა და ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობაზე გააკეთა აქცენტები.

„როდესაც ვსაუბრობთ საყოველთაო ჯანდაცვაზე, მრავალფეროვან სამყაროში შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, თუ რა არის საყოველთაო ჯანდაცვა- ეს არის ადამიანის უფლება, თუ პრივილეგია მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს მთავრობის ვალდებულებაა, თუ კეთილი ნება?! ეს არის ყველაზე ხარჯეფექტური გზა ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების დასაძლევად?! ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც პატარა და სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაბალშემოსავლიანი ქვეყნის გამოცდილება.

მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 2013 წელს ჯანდაცვა გამოაცხადა მთავარ პრიორიტეტად და ამ დაბალშემოსავლიანმა ქვეყანამ აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რამდენადაც მათი თანადგომის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებდით ამ გამოწვევის დაძლევას”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით არსებობს არაერთი გამოწვევა, რომლებზეც პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ გამოწვევებს შორის ყველაზე აქტუალურია წვდომა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, სხვადასხვა სახის დაავადებების გართულებისა და თავიდან აცილების მიზნით.

დავით სერგეენკო განმარტავს, რომ საქართველოს ისეთი ამბიციური გამოწვევის განხორციელებაში, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, სამმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ესენია: პოლიტიკური ნება, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი და კარგი პარტნიორობა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე