იტალიაში, ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, მოლდოვას და სომხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ

იტალიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა ფლორენციიდან სიენაში მიემართებოდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა.

სააგენტოს ინფორმაციით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. აღსანიშნავია, რომ ავტობუსში რუსი, სომეხი, მოლდოველი, ქართველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს