26 მაისს ეკონომიკის სამინისტროს ამბროლაურში რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი

დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რაჭაში აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 26 მაისს ამბროლაურში ეკონომიკის სამინისტროს არაერთი ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

უწყების ინფორმაციით, ამბროლაურის ცენტრში დამთვალიერებლებისთვის 10-მდე პავილიონი იმუშავებს, მათ შორის: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იქნება ინოვაციური შემეცნებითი კუთხე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართება სხვადასხვა სახის და შინაარსის მასტერკლასები და ვორქშოფები, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ ქართველი სტარტაპერები და მათი პროდუქცია. ამასთან, დღის განმავლობაში გაიმართება ლექცია/სემინარები სხვადასხვა თემაზე, წარმოდგენილი იქნება ვირტუალური ლაბორატორია და ა.შ.

26 მაისს ამბროლაურში მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს რამდენიმე თემატური გამოფენაც, მათ შორის „გააზიარე ცოდნა“ - ქართველის გამომგონებლების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტრო 26 მაისს ამბროლაურში ადგილობრივი მეწარმეებისთვის გამოფენა/გაყიდვასაც მოაწყობს - მათ საშუალება ექნებათ, 12:00-20:00 საათებში მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ.

ასევე მთელი დღის განმავლობაში გახსნილი იქნება საბავშვო ქალაქი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ბავშვებისთვის გაიმართება მხიარული შეჯიბრებები, მათთვის ასევე დაგეგმილია შემეცნებითი გასართობი პროგრამა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა