ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზშივე დააკავეს, მოსამართლის გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დ.ღ.-ს სასამართლოდან შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ბრალდებულისთვის 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მოსამართლის გადაწყვეტილება არასრულწლოვანის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. დარბაზში ასევე ისმოდა გინებაც.

"რატომ, რისი გულისთვის უშვებთ ციხეში?", - მიმართეს მოსამართლეს დ.ღ.-ს ახლობლებმა.

იხილეთ ვიდეო: რა ხდებოდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც ხორავას საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა შეეფარდა - რამდენი წელი მიუსაჯეს დაკავებულს?

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს