7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან მ.შ-სთან დაკავშირებით გასულ წელს შესულ შეტყობინებაზე არასათანადო რეაგირებისთვის შსს-ს ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყდა

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან მ.შ-სთან დაკავშირებით გასულ წელს შესულ შეტყობინებაზე არასათანადო რეაგირებისთვის შსს-ს ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყდა.

უფრო კონკრეტულად, 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ს გენინსპექცია იკვლევს, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ ინფორმაცია 2017 წელს არასრულწლოვანი მ.შ-ს სახლიდან წასვლისა და 2018 წელს მ.შ-ს ბავშვის დაბადების შესახებ.

„2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ.შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.

გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ