პარლამენტის დელეგაცია ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ლატვიის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ირაკლი სესიაშვილის, სიმონ ნოზაძის, ირაკლი აბესაძის და გიორგი ლომიას შემადგენლობით, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, არტის პაბრიკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძელ მხარეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ ქართული მხარის მიერ ლატვიის თავდაცვის უწყების გამოცდილების გაცნობა და სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და თავდაცვის სისტემის შემდგომი რეფორმირების პროცესს.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერისათვის და ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, რიგაში არსებულ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს ესტუმრა და ცენტრის დირექტორთან, იანის სარტსთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეებმა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ცენტრთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს