საპროტესტო აქციების შემდეგ, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ეკლესიის მშენებლობა გადაიფიქრეს

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ცენტრალურ პარკში ეკლესიის მშენებლობა გადაიფიქრეს. ერთკვირიანი არეულობის შემდეგ, ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პარკში ტაძარი აღარ აეშენებინა. სარეკრეაციო სივრცეში კათედრალის მშენებლობის გეგმას ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციებს ათასობით ადამიანი ესწრებოდა, შეტაკებისას ათობით აქტივისტი დააკავეს.

გარდა ამისა, გამოკითხული მოსახლეობის 58% ეკლესიის პარკში აშენებას ეწინააღმდეგებოდა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობდა, რომ კათედრალის მშენებლობის გამო, მწვანე საფარი დაზიანდებოდა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს განადგურებული ტაძრები ახლით უნდა ჩანაცვლდეს, ამიტომ საჭიროა ახალი ეკლესიების მშენებლობა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს