„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები ქუთაისში, მუხნარის ტყეში ხეების მოჭრას აპროტესტებენ

„სამოქალაქო მოძრაობამ“ ქუთაისში, მუხნარის ტყეში აქცია გამართა. მოძრაობის წევრები ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო150 ძირი, უნიკალური ჯიშის ხის მოჭრას აპროტესტებენ. მათი თქმით, ნებართვაში არ არის განმარტებული ხეების მოჭრის მიზეზები.

„ვაპროტესტებთ ნებართვას, რომლითაც ხეების მოჭრა მიმდინარეობს. ეს ხეები უნიკალური ჯიშის არის და მისი მოჭრა არ შეიძლება. მეორეც, ნებართვაში არ არის განმარტება, რატომ არის აუცილებელი ხეების მოჭრა. ამასთან, ნებართვის გამცემი და ზედამხედველი არის ერთი ორგანიზაცია და ვერავინ გააკონტროლებს, რამდენად სწორად ხდება ჭრა. არც ის არის ცნობილი, სანაცვლოდ დაირგვება თუ არა ახალი ნერგები", - განაცხადა ორგანიზაციის წევრმა გვანცა ჩოგოვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ხეების ნაწილი უკვე მოჭრილია და პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, წინა წლებში ქუთაისის მერი აცხადებდა, რომ ხეები არ მოიჭრებოდა და დამატებით, მოხდებოდა ტერიტორიის გამწვანება.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოების გამო, 150 ძირი ხის მოჭრაზე ნებართვა გაიცა. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა