უკრაინის პარლამენტის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ვადამდელი არჩევნების 21 ივლისს ჩატარების შესახებ ბრძანებულება დღეიდან ძალაში შევიდა

დღეიდან ძალაში შევიდა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ბრძანებულება უკრაინის პარლამენტის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 2019 წლის 21 ივლისს ჩატარების შესახებ.

ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ასევე დაავალა ქვეყნის მთავრობას, უზრუნველყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ფინანსური უზრუნველყოფა.

ზელენსკიმ უკრაინის უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებაზე 20 მაისს, ინაუგურაციაზე ისაუბრა. 21 მაისს შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა, რომელიც ძალაში სწორედ, დღეიდან შევიდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი